შსს-მ მარნეულში 1998 წელს დაბადებული მ.გ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაღაზიის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





