აქტივისტი ნიკა ნარსია აეროპორტში დააკავეს.
"დამაკავეს აეროპორტშივე.
4 ოქტომბერი გამარჯვების დღეა." - წერს ნარსია სოციალურ ქსელში.
ნიკა ნარსიას გზის გადაკეტვის ბრალდებით მიღებული ჯარიმების გამო მოსამართლემ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აქტივისტმა გუშინ გაავრცელა ვიდეო, რომ საზღვარგარეთ დასვენებას ადრე ასრულებს, რათა 4 ოქტომბრის აქციამდე მოასწროს იზოლატორიდან გამოსვლა.





