საქართველო-ჩინეთი

რაჟდენ კუპრაშვილი ჩინეთში ანტიკორუფციული კომისიის ხელმძღვანელს, ვუ ინგ-მინგს შეხვდა

რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ჩინეთში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის ხელმძღვანელს, ვუ ინგ-მინგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო აქვეყნებს.

"საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჰონგ-კონგში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), სადაც გაიმართა შეხვედრა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის (Independent commission against corruption- ICAC) ხელმძღვანელთან, ვუ ინგ-მინგთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ანტიკორუფციული რეფორმები და შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რომლის ცერემონიაც გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში, ქალაქ დოჰაში, გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის წევრი სახელმწიფოების მე-11 კონფერენციის ფარგლებში." - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები