ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გამოსცა რელიგიური ბრძანება, რომლის მიხედვითაც კაცებს ეკრძალებათ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სიმღერების მოსმენა ქალის ხმით, იმ შემთხვევაში თუ სიმღერა შეიცავს "ღანოიეს".
"ღანოიე" არის ტერმინი ისლამურ იურისპრუდენციაში, რაც აღნიშნავს სიმღერის შესრულების ისეთ სტილს, რომელიც ასოცირებულია გართობასთან, მხიარულებასა ან აღგზნებასთან.
ფატვაში (ისლამური სამართლის დეკრეტი) ხაზგასმულია, რომ "განსხვავება არ არსებობს" – ხმა რეალური ადამიანისგან მოდის თუ ხელოვნური ინტელექტისგან.





