D4VD

ამერიკელი მუსიკოსის, D4VD-ის მანქანაში დანაწევრებული გოგონას ცხედარი იპოვეს – რა ვიცით?

ამერიკელი R&B მუსიკოსის, დევიდ ენტონი ბურკის, იგივე D4VD-ის სახელზე გაფორმებულ ტესლას მარკის ავტომობილში ლოს ანჯელესის პოლიციამ 8 სექტემბერს 15 წლის მოზარდის, სელესტ ჰერნანდესის გახრწნილი, დანაწევრებული ცხედარი იპოვა

არსებული ინფორმაციით, მუსიკოსის მფლობელობაში არსებული ტესლა, რომელიც მანამდე ხუთი დღის განმავლობაში მიტოვებული იყო, ჰოლივუდის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოს ანჯელესის პოლიციამ 5 სექტემბერს იპოვა და ქუჩიდან უწყების პარკინგზე გადაიყვანა, ხოლო 8 სექტემბერს, დაცვის თანამშრომელმა "მკვეთრი სუნი" იგრძნო, რომელიც ტესლას მარკის ავტომობილიდან მოდიოდა.

როცა პოლიციამ ბურკის სახელზე გაფორმებული ტესლაში გოგონას ცხედარი იპოვა, მუსიკოსი  ტურზე იმყოფებოდა.

ბურკის ტესლა (CBS NEWS)

უწყება ამ დრომდე ვერ ასახელებს მოზარდის გოგონას გარდაცვალების ზუსტ მიზეზს და დროს.

ABC7-ის ინფორმაციით, სელესტ ჰერნანდესი 15 წლის კალიფორნიელი თინეიჯერი იყო, რომელიც 2024 წელს ელსინორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა

სელესტ ჰერნანდესი

ლოს ანჯელესის პოლიციის სამედიცინო გუნდის მიხედვით, ნაპოვნი ცხედარი 157 სანტიმეტრის სიმაღლის გოგოა, რომელსაც მუქი, ხვეული თმა ჰქონდა - გოგონას საჩვენებელ თითზე ტატუ "Shh" აქვს დახატული.

iHeart-ის ინფორმაციით, ჰერნანდესის დედამ განაცხადა, რომ პოლიციის მიერ შედგენილი აღწერილობა მისი ქალიშვილისას ემთხვევა, ასევე წყაროსთან საუბარში მშობელი ამბობს, რომ მაშინ, როცა მისი ქალიშვილი გაუჩინარდა, მას შეყვარებული ჰყავდა, სახელად დევიდი

აღსანიშნავია, რომ იგივე ტატუ დევიდ ბურკსაც აქვს.

 

სავარაუდოდ, სელესტ ჰერნანდესი და დევიდ ბურკი (წყარო - X)

დევიდ "D4VD" ბურკმა საყოველთაო პოპულარობა 2022 წელს, მისი სინგლით, Romantic Homicide-ით მოიპოვა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა Tik-Tok პლატფორმაზე და მალევე დაიკავა Billboard-ის 2022 წლის საუკეთესო 100 სიმღერაში 33-ე ადგილი - დღევანდელი მონაცემებით, Romantic Homicide-ს Spotify-ზე 1.6 მილიარდი სტრიმი აქვს. 

სინგლში ბურკი აღწერს მის ურთიერთობას [მსმენელისთვის] უცნობ გოგოსთან, რომელიც სავსეა, თავის მხრივ "ბნელი" ალუზიებით - ბურკი ურთიერთობის დასრულებას, გრძნობების გაქრობას საერთო სურათში "ემოციურ მკვლელობასთან" აიგივებდა. 

   [1-ელი სტროფი]

"I'm scared (Oh-oh-oh)
 It feels like you don't care (Ooh-ooh)
 Enlighten me, my dear (Ooh-ooh-ooh)
 Why am I still here? Mm (Oh-oh)
 I don't mean to be
 Complacent with the decisions you made
 But why? 

[ქართული თარგმანი] 

მეშინია

თითქოს აღარ გადარდებ

მითხარი, ჩემო ძვირფასო

რატომ ვარ კიდევ აქ?

არ უნდა ვიყო

თვითკმაყოფილი ხარ იმ გადაწყვეტილებით, რაც მიიღე

მაგრამ რატომ? 

[მე-2 სტროფი]

In the back of my mind
You died
And I didn't even cry
No, not a single tear
And I'm sick of waiting patiently
For someone that won't even arrive

[ქართული თარგმანი] 

ჩემს გონებაში შენ მოკვდი

და მე არ მიტირია, ერთი ცრემლითაც კი

და დავიღალე მშვიდად ლოდინით - ლოდინით ვიღაცისთვის, რომელიც არც მოვა

[სტროფი მე-3]

In the back of my mind
I killed you
And I didn't even regret it
I can't believe I said it
But it's true
I hate you 

[ქართული თარგმანი] 

ჩემს გონებაში მე მოგკალი და არც ვნანობ ამას. 

არ მჯერა, რომ ეს ვთქვი, მაგრამ სიმართლეა

მეზიზღები.

2023 წელს ასევე გავრცელდა მუსიკოსის კიდევ ერთი სინგლი, სახელად "სელესტი", თუმცა აღნიშნული ტრეკი გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში მალევე წაიშალა - "სელესტი" 2025 წლის 8 სექტემბრის შემდეგ, ისევ გამოჩნდა ინტერნეტში.

ამ დროისთვის უცნობია, წარედგინა თუ არა ბრალი მუსიკოსს, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

კომენტარები