რუსეთი

რუსული მედია: პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა, თანამდებობა დატოვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დმიტრი კოზაკი 
Reuters

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის ერთგულმა პირმა, დმიტრი კოზაკმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დატოვა.

RBK-ის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კოზაკი ბიზნეს სფეროში გადასვლას განიხილავს.

Interfax-ის ცნობით, კოზაკის გადადგომა მიღებულია, ხოლო ბოლო სამუშაო დღედ 19 სექტემბერია განსაზღვრული.

ცნობისთვის, გამოცემა New York Times-ის 11 აგვისტოს წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის ერთგულმა პირმა, დმიტრი კოზაკმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა უკავია, გავლენა მნიშვნელოვნად დაკარგა მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის იდეას შეეწინააღმდეგა, რითაც პუტინის იმედგაცრუება გამოიწვია. 

როდესაც პუტინი 1999 წელს პრემიერმინისტრი გახდა, მან კოზაკი აპარატის უფროსად დანიშნა. შემდგომში კოზაკი ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადის პროცესს, ხოლო 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ, კოზაკი ყირიმის რუსეთთან "ინტეგრაციას" ზედამხედველობდა.

კომენტარები