დააკავეს პირი, რომელმაც ქარელის ცენტრში მანქანა ჩაცხრილა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს ქარელის ცენტრში სროლა იყო - უცნობმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ავტომობილი დაცხრილა. ინფორმაცია ადგილობრივმა ტელეკომპანია თრიალეთმა გაავრცელა.
მათივე ცნობით, ავტომობილს მინიმუმ 5 ტყვია აქვს მოხვედრილი. მედიის მიერ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, დაცხრილულია სოკარ ჯორჯია გაზის ავტომობილი.





