ქარელის ცენტრში სროლა იყო - უცნობმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ავტომობილი დაცხრილა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია თრიალეთის ავრცელებს.
როგროც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქემედებები.
მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ავტომობილს მინიმუმ 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.
მედიის მიერ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, დაცხრილულია სოკარ ჯორჯია გაზის ავტომობილი.





