სუს-ის ცნობით,8 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია.
"საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.





