რუსული ოკუპაცია

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, "რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე".

სუს-ის ინფორმაციით, "ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე", გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი.

"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას" - წერს სუს.

კომენტარები