TikTok-ის აკრძალვა აშშ-ში

ჩინეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ და აშშ-ში TikTok აღარ გაითიშება – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ-ში სოციალური ქსელი TikTok აღარ გაითიშება.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტი წერს, რომ ჩინეთთან მიაღწიეს შეთანხმებას "გარკვეულ კომპანიაზე", რომლის გადარჩენაც ამერიკელ ახალგაზრდებს ძალიან სურდათ.

"ევროპაში აშშ-სა და ჩინეთს შორის გამართულმა დიდმა სავაჭრო შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! მალე დასრულდება. ასევე შეთანხმებას მივაღწიეთ "გარკვეულ" კომპანიაზე, რომლის გადარჩენაც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს ძალიან სურდათ. ისინი ძალიან ბედნიერი იქნებიან! პარასკევს პრეზიდენტ სი ძინფინგთან ვისაუბრებ. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ძლიერი რჩება". - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ში.

კომენტარები