თურქეთი

თურქეთში კორუფციის ბრალდებით 48 პირი დააკავეს, მათ შორის სტამბოლის ერთ-ერთი რაიონის მერი

თურქეთში კორუფციის ბრალდებით 48 პირი დააკავეს, მათ შორის სტამბოლის ერთ-ერთი რაიონის, ბაირამფასას მერი, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ხალხის რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს. 

თურქეთის სახელმწიფო ტელეარხის მიხედვით, პოლიციამ 13 სექტემბერს დილის საათებში რეიდი 72 ადგილზე ჩაატარა, ამოიღო გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტები და 48 პირი დააკავა ფულის გათეთრების, ქრთამის აღებისა და ტენდერების გაყალბების ბრალდებებით.

ბაირამფასას მერმა, ჰასან მუთლუ X-ზე მის წინააღმდეგ გამოძიებას "უსაფუძვლო პოლიტიკური ოპერაცია" უწოდა. 

კომენტარები