რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: EU და NATO რუსეთს პროვოკაციის მოწყობაში უარგუმენტოდ ადანაშაულებენ

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ეხმაურება 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცეში უცხო ქვეყნის დრონების შეჭრას ეხმაურება და ამბობს, რომ მომხდარის რუსეთისთვის დაბრალება დასავლეთის მორიგი პროვოკაციაა.

“ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელობები რუსეთს ყოველდღიურად ადანაშაულებენ პროვოკაციების მოწყობაში. უმეტეს შემთხვევაში არც კი ცდილობენ არგუმენტების წარმოდგენას” – ამბობს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი.

პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

შედეგად NATO-მ მეოთხე მუხლი აამოქმედა, რომელიც უფლებას აძლევს ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, ალიანსის საბჭოზე უსაფრთხოების საკითხი დააყენოს მაშინ, როდესაც მის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან დაცულობას საფრთხე ემუქრება. აღნიშნული მუხლის ამოქმედებით ალიანსს უწევს დაიწყოს საკითხის განხილვა და შეფასება, თუმცა, არ ითვალისწინებს სამხედრო მოქმედებების ჩატარების ვალდებულებას. 

კომენტარები