რეკლამა

ჩამოიყვანე ავტომობილი ჩინეთიდან Carmark-თან ერთად (რ)

ისევე, როგორც მსოფლიოში, ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა საქართველოშიც საგრძნობლად გაიზარდა. ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური ხდება, რაც უმეტესად ჩინური ავტომობილების ხელმისაწვდომი ფასებით, მრავალფეროვანი არჩევნითა და მათი გაუმჯობესებული ხარისხით არის განპირობებული. 

როგორ ხდება ავტო იმპორტი ჩინეთიდან და ვინ დაგეხმარებათ ამ პროცესში? – სტატიაში ამ ორ ძირითად საკითხს მიმოვიხილავთ. ამასთან, უფრო დეტალურად გაგაცნობთ იმ მიზეზებსაც, თუ რატომ გაიზარდა ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა საქართველოში. 

Carmark – გაიმარტივე ავტომობილის იმპორტი ჩინეთიდან

Carmark-ს 20 წელზე მეტია, საქართველოში ავტომობილები მსოფლიოს მრავალი წერტილიდან ჩამოჰყავს. მათ შორისაა აშშ, იაპონია, ჩინეთი თუ ევროპული ქვეყნები. ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, კომპანიასაც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად უწევს ახალი თუ მეორადი მანქანებისა და მოტოციკლეტების ჩინეთიდან იმპორტირებაც. 

Carmark ავტომობილის ჩამოყვანისთვის საჭირო ყველა პროცედურას თავად უძღვება. დეტალური კონსულტაციის შემდეგ, მომხმარებელს თავისი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისი მოდელის შერჩევაში ეხმარება, წარმართავს მოლაპარაკებებს მომწოდებელთან, უზრუნველყოფს მანქანის ტრანსპორტირებას, დოკუმენტების მომზადებასა თუ განბაჟების პროცედურებს. აღსანიშნავია ისიც, რომ Carmark დეტალურ ხარჯთაღრიცხვას აწარმოებს, რაც მომხმარებელს ეხმარება სრულად ჰქონდეს წარმოდგენა მის მიერ გაღებულ ხარჯებზე. დაახლოებითი ბიუჯეტის განსაზღვრაში, ასევე, დაგეხმარებათ კომპანიის განბაჟების კალკულატორი

რატომ ჩინური ავტომობილი?

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჩინური მანქანები ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა, რაც მასშტაბური წარმოებითა და სახელმწიფო სუბსიდიებით არის განპირობებული. გარდა ამისა, ავტომობილები ჩინეთიდან აღარც ხარისხით ჩამოუვარდება იაპონური, კორეული თუ ზოგიერთი ევროპული ბრენდის მიერ წარმოებულ მანქანებს. საქმე ისაა, რომ ბევრი ჩინური ბრენდი, მათი პროდუქციის გლობალურ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსაყვანად, თანამშრომლობს ევროპულ დიზაინ სტუდიებთან და სერტიფიცირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შედეგად, ბოლო წლებში მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ავტომობილების ხარისხი, დახვეწა მათი დიზაინი, აღჭურვა ისინი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებითა და ინოვაციური მახასიათებლებით. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინური ბრენდები ავტომობილების ფართო სპექტრს აწარმოებენ, მათ შორის კომპაქტურ მანქანებს ქალაქში გადასაადგილებლად, სრულად ელექტრო მოდელებს, ჰიბრიდებს, დიდი ზომის SUV-ებს, სატვირთოებსა თუ სპეცტექნიკას. თითოეული სეგმენტი გათვლილია კონკრეტულ საჭიროებაზე და ბიუჯეტზე, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ყველა მომხმარებელს – იქნება ეს კერძო პირი თუ ბიზნესკომპანია – შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს მისთვის ოპტიმალური ვარიანტი.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჩინური ავტომობილი აღარ გულისხმობს მხოლოდ იაფ ალტერნატივას, არამედ ის გონივრული გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც თანამედროვე მახასიათებლებით აღჭურვილი, ეკონომიური და საიმედო მანქანა სურს.

კომენტარები