საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრ ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ბაირუს მთავრობის წინააღმდეგ ხმა 364-მა დეპუტატმა მისცა, 194-მა მხარი დაუჭირა, 25 დეპუტატმა თავი შეიკავა.
კენჭისყრის შედეგად ფრანსუა ბაირუს თანამდებობის დატოვება მოუწევს. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კი ახალ პრემიერმინისტრს უახლოეს დღეებში დანიშნავს, რომლის მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებასაც კენჭი კვლავ პარლამენტმა უნდა უყაროს.
ელისეს სასახლის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა "მხედველობაში მიიღო" ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილება ფრანსუა ბაირუს მთავრობის დაშლის შესახებ და განაცხადა, რომ ახალი პრემიერმინისტრი "უახლოეს რამდენიმე დღეში" დაინიშნება.





