ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, დაიწვა სასაწყობე ფართი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ცნობილი არ არის, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
"დაიწვა 3 000 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებული იყო სამშენებლო პროდუქცია. ინფორმაციის შემოსვლისთანავე, შვიდ წუთში გამოცხადდნენ პირველი სამაშველო ჯგუფები. დაშავებული არავინ არის. მობილიზებული იყო 20 სახანძრო სპეციალური ტექნიკა“, – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თემურ მღებრიშვილმა.
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ღამით გაჩნდა.





