არჩევნები 2025

კეკენაძე: ჩვენთვის მთავარია, მუნიციპალური არჩევნების მეშვეობით გავაგრძელოთ აქტიური კამპანია

რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია და მისასალმებელია, რომ ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა არიან გარეთ, კიდევ უფრო მეტად გაგვიხარდება, მნიშვნელოვანი იქნება და მოვუწოდებთ ქართული ოცნების რეჟიმს, გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი და გაათავისუფლონ ახალგაზრდები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იცავენ საკუთარი ევროპულ მომავალს.

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ქართული ოცნების რეჟიმის ქმედებების პოლიტიკური შეფასება, ისინი როცა უნდა იჭერენ ადამიანებს, როცა უნდათ, უშვებენ მათ და აბრალებენ წარმოუდგენელ სისაძაგლეებს.

ჩვენთვის მთავარია, მუნიციპალური არჩევნების მეშვეობით გავაგრძელოთ აქტიური კამპანია, რათა მივწვდეთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ცვლილება შესაძლებელია მშვიდობიანი გზით.

აქტოურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ჩვენს ამომრჩევლებთან, აქტიურად წარვუდგენთ მათ იმ შეთანხმებულ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ აქტიური ბრძოლა გაუმართონ ქართული ოცნების რეჟიმს, ჩვენ ვაპირებთ, მივწვდეთ ქართული ოცნების ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ღიად დაინახა, რა ტიპის რეპრესიულ რეჟიმად ჩამოყალიბდა ქართული ოცნება, როგორ მოპარა ქართულმა ოცნებამ საქართველოს ევროპული მომავალი, როგორ აგრძელებს ქართული ოცნება რეპრესიებს იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც განსხვავებულ აზრს გამოხატავენ.

ჩვენთვის მიუღებელია ყველა ტიპის რევოლუციურ სცენარზე საუბარი და ჩვენთვის მიუღებელია ნაცმოძრაობის ის ქმედებები, როდესაც ისინი ამომრჩევლებს, ადამიანებს მოუწოდებენ, არ მვიდნენ არჩევნებზე. თუ აქამდე ქართუილი ოცნება ფულს ხარჯავდა, რომ ადამიანები არ მისულიყვნენ არჩევნებზე, დღეს უკვე ე.წ ბოიკოტისტი პარტიები და ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების საქმეს აკეთებს უფასოდ.

გახარია საქართველოსთვის წევრი თამარ კეკენაძე ლელოს ლიდერების შეწყალების შემდეგ.

კომენტარები