რუსული რეჟიმი

აუცილებლად ვუჩივლებ თამთა მეგრელიშვილს სამართლებრივად – ანუკი ჩრდილელი

ანუკი ჩრდილელი

აქტივისტი ანუკი ჩრდილელი 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა აპირებს თამთა მეგრელიშვილს მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო უჩივლოს.

"არ ვიცი, რატომ გონია მეგრელიშვილს, რომ მე სადღაც მიბმული ვარ ნაცებს, ქოცებს, ან ვინმეს და შეუძლია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ასე ჰარი-ჰარალეზე, ადვოკატმა ქალმა, ისაუბროს. მე აუცილებლად ვუჩივლებ მას სამართლებრივად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა, თან ცრუ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასე არ ხდება. [...] 

არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ მქონია, თუ საჯაროა ეს ყველაფერი, მე გამოვიტან ამის დასკვნას, არ მაქვს პრობლემა. ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაცები არ იყენებდნენ. საერთოდ არავის გამოუყენებია 29 წლის განმავლობაში" - ამბობს ანუკი ჩრდილელი.

აქტივისტი ანუკი ჩრდილელი, პარლამენტთან, 2 სექტემბერს დააკავეს. ის ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის ოთარ ჩრდილელის შვილია. ოთარ ჩრდილელი ქართული ოცნების პრორციული სიის მე-10 ნომრად კახა კალაძემ 1-ელ სექტემბერს წარადგინა. 

ანუკი ჩრდილელის დაკავების შემდეგ, სამთავრობო პროპაგანდისტებმა, მათ შორის, თამთა მეგრელიშვილმა სოციალურ ქსელში აკტივისტის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოაქვეყნეს, სადაც აქცენტს აკეთებდნენ მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

კომენტარები