რუსული რეჟიმი

ბექა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაპარაკი მოგვინდება, ჩვენ დაველაპარაკებით – კობახიძე გინებაზე

ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არ პასუხობს მისი თანაპარტიელის, ბექა ოდიშარიას მიერ მოქალაქეების გინებაზე დასმულ შეკითხვებს. 

ქართული ოცნების წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეებს აგინა.

"ვინც ოლე-ოლას მღერის, იმის დედას შ****ი" "ნატ**აურები ხარ", "ყ*ის მონები" - მიმართა ოდიშარიამ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. 

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის შეკითხვაზე მისაღებია თუ არა ბექა ოდიშარიას საქციელი ამბობს, რომ "ამაზე არ გპასუხობთ, ნუ მეკითხებით მაგას, არ გაგცემთ პასუხს".

ჟურნალისტებმა კობახიძეს უთხრეს, რომ აჩვენებდნენ ვიდეოს, სადაც ოდიშარიას შეურაცხმყოფელი ლექსიკა ისმის მოქალაქეების მიმართ.  

"არ მაინტერესებს ვიდეოები. ბექა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაპარაკი მოგვინდება ჩვენ დაველაპარაკებით". - თქვა კობახიძემ. 

ოდიშარიას გინებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა თბილისის მერმაც. 

"ადამიანები ვართ, აბა რა გინდათ ახლა თქვენ მაგინოთ და მე დავდგე და უიმე, თქვენ გენაცვალეთ, ბოდიშს გიხდით [გითხრათ]?!" - თქვა კალაძემ.

 

კომენტარები