საქართველო-აშშ

კალაძე: ვგულშემატკივრობთ ტრამპის ადმინისტრაციას, თავად ტრამპს

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, გადატვირთვა იმიტომ, რომ ის, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება. ყველა განცხადება იყო გაჯერებული ტყუილით, სიცრუით და მუქარით. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ვგულშემატკივრობთ ტრამპის ადმინისტრაციას, თავად ტრამპს. თქვენ იცით, რომ გაჟღერებული იყო დაპირებები "დიფ სთეითის", გლობალური ომის პარტიის დამარცხების, ასევე ომის დასრულების შესახებ. ვნახოთ, როგორ მოხდება ამ დაპირებების შესრულება.

ავრცელებს მერია თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს.

კომენტარები