საქართველო-აშშ

კალაძე ყაველაშვილის წერილზე: ყველა წინადადებაში ვეთანხმები, ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა

პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა წინადადებაში ვეთანხმები. ჩვენთვის აშშ-სთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება და კიდევ უფრო გაღრმავება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

პარალელურად, ჩვენ დონალდ ტრამპს ვგულშემატკივრობთ ორი მთავარი დაპირების შესრულებაში - ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ჩვენი ქვეყნისთვის ორივე საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენ მაინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და როგორც წერილშია აღნიშნული, სტრატეგიული პარტნიორობისთვის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს.

ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო.

ამხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები ურცხვად გვიმტკიცებდნენ თეთრზე, რომ შავია. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. მათი ყველა განცხადება სიცრუით, მუქარითა და ბინძური პროპაგანდით იყო გაჯერებული რაც კატეგორიულად მიუღებელია.

შესაბამისად, ყველა ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება თუ წერილები მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და ეს უნდა იყოს ორმხრივი.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და წუხილს გამოთქვამს, რომ მისი ადმინისტრაცია საქართველოს "სათანადო ყურადღებას" არ აქცევს.

ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს და აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ნაცვლად, "კვლავაც აქტიურობს დიფ სტეიტი".

კომენტარები