ავღანეთში, კუნარის პროვინციაში, ქალაქ ჯალალაბადთან ახლოს 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 800 და დაშავდა 2000 ადამიანი.
ავღანეთის ხელისუფლების თქმით, სამაშველო სამუშაოების წარმოება რეგიონის მაღალმთიანი რელიეფით არის გართულებული.
პირველი მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა 4.5-დან 5.2-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ 5 ბიძგი.
ორი წლის წინ ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გაეროს მონაცემებით დაიღუპა 1500 ადამიანი.





