რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი ზელენსკისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Brendan McDermid/AP

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზელენსკისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 

ამის შესახებ ტრამპმა The Daily Caller-სთის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სამმხრივი შეხვედრა შედგება. ორმხრივზე – არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი აუცილებლად შედგება. ზოგჯერ ადამიანები მზად არ არიან ამისთვის. ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, მაგალითს ვიყენებ, რამდენიმეჯერ მომიყვანია ეს მაგალითი: არის ბავშვი, და მოედანზე სხვა ბავშვიც არის, ერთმანეთს ვერ იტანენ და ჩხუბს იწყებენ, იქნევენ და იქნევენ მუშტებს, თქვენ გინდათ რომ შეწყვიტონ, მაგრამ ისინი აგრძელებენ. ცოტა ხანში კი სიამოვნებით ჩერდებიან. გესმით ეს? თითქმის ასეა. ხანდახან უნდა იჩხუბონ ცოტა ხანს, სანამ შეჩერებას შეძლებენ. მაგრამ ეს [ომი] ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ბევრი ადამიანი დაიღუპა." - თქვა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში.

კომენტარები