უკრაინა

ვრცელდება უკრაინის რადას ყოფილი თავმჯდომარის, ანდრი პარუბის მკვლელობის კადრები (VIDEO)

სოციალურ ქსელში 30 აგვისტოს ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას წევრისა და ყოფილი თავმჯდომარის ანდრი პარუბის მკვლელობის კადრები ვრცელდება.

პოლიციის ინფორმაციით, სროლა ლვოვის ერთ-ერთ რაიონში მოხდა და მიღებული ჭრილობების შედეგად პარუბი ადგილზე გარდაიცვალა.

უკრაინული მედია წერს, რომ ანდრი პარუბის 7 ჯერ ესროლეს. გამოცემა Kyiv Post იუწყება, რომ მას 5 ტყვია მოხვდა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ლვოვში ოპერაცია "სირენა" მიმდინარეობს, რომლის მიზანიც, დამნაშავის პოვნაა.

შეთხვევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ჩემი თანაგრძნობა მის ოჯახსა და ახლობლებს. გამოძიებაში და მკვლელის ძებნაში ყველა საჭირო ძალა და რესურსია ჩართული". 

კომენტარები