კრიმინალი

"ცოლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა" - 38 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 1987 წელს დაბადებულ ნ.ქ-ს 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს, განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნით და დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები