კრიმინალი

თანხის სანაცვლოდ ყალბი მართვის მოწმობა დაამზადა - 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მას სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე გაასაღა ყალბი ქართული მართვის მოწმობა.

საგამოძიებო სამსახური დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

კომენტარები