კრიმინალი

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

შსს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

23 აგვისტოს სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული თეკლა გერსამია დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები