სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ქედისუბანში ბრალდებულმა შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.ვ.-ს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. რის შედეგადაც კ.ვ. გარდაიცვალა" - აცხადებს შსს.





