ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს და რუსულ მხარეს გადასცეს

აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსულ მხარეს თურქეთის სამი მოქალაქე გადასცა, რომლებიც ინტერპოლით იძებნებოდნენ. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებულები "თურქეთში მოქმედი კრიმინალური ტრანსნაციონალური დაჯგუფების წევრები არიან და ეჭვმიტანილები არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში".

დაკავებულებს მარიონეტული რეჟიმი ე.წ საზღვრის "უკანონოდ", ენგურის ხიდის ავლით გადაკვეთაში ადანაშაულებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მათი გაძევებისა და რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება გალის დე ფაქტო სასამართლომ მიიღო.

კომენტარები