ყალბი ფულის გასაღება

საგამოძიებო: დავაკავეთ პირი, რომელმაც ბათუმში ყალბი 5 000 დოლარი გასააღა

CBW.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ირანის მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 დოლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დამატებით ამოვიღეთ 7 000 აშშ დოლარი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები