რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი და ზელენსკი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პუტინი და ზელენსკი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების "პროცესში არიან". მანვე აღნიშნა, რომ "უკეთესი იქნება", თუ მის გარეშე შეხვდებიან და სურს, ნახოს, თუ რა მოხდება. 

ამის შესახებ ტრამპმა მარკ ლევინის შოუში ინტერვიუს დროს ილაპარაკა.

"ძალიან წარმატებული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ძალიან წარმატებული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან და ახლა ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ჩემ გარეშე შეხვდებოდნენ უბრალოდ სანახავად, მინდა ვნახო, რა მოხდება.

იცით, მათ რთული ურთიერთობა, ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა ვნახავთ, როგორ გაართმევენ თავს და თუ საჭირო იქნება, სავარაუდოდ ასეც იქნება, მე წავალ და ალბათ შევძლებ, რომ დავასრულო.

უბრალოდ მსურს, ვნახო, შეხვედრაზე რა მოხდება. ისინი მისი ორგანიზების პროცესში არიან და ვნახოთ, რა მოხდება". - თქვა ტრამპმა.

მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება არც ორმხრივ და არც სამმხრივ ფორმატს, თუმცა, დაამატა, რომ მსგავსი შეხვედრა "რაც შეიძლება ფრთხილად" უნდა დაიგეგმოს. 

კომენტარები