AP-ს ფოტოგრაფი, ეფრემ ლუკაცკი უკრაინის ახალი ფრთოსანი რაკეტის, "ფლამინგოს" სურათს ავრცელებს, რომლის რადიუსიც 3 000 კმ-ს სცდება.
ლუკაცკი წერს, რომ ახალი რაკეტები უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი თავდაცვის კომპანია Fire Point-ის ქარხანაში სერიულ წარმოებაში ჩაეშვა.
გამოცემა UNITED24 წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი უკრაინული რაკეტის ოფიციალური ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით გამჟღავნებული არ არის, რაკეტის დიზაინი FP-5 სისტემას ჰგავს, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებულმა Milanion Group-მა წელს აბუ-დაბიში გამართულ თავდაცვითი ინდუსტრიის გამოფენაზე წარადგინა.
ბრიტანული წარმოების სისტემა 1 ტონიანი ასაფეთქებელი მასალითაა აღჭურვილი. მისი მაქსიმალური რადიუსი 3,000 კილომეტრია და დაახლოებით ექვსი ტონას იწონის. მისი სიჩქარე საათში 900 კმ-ს აღწევს. რაკეტა კომბინირებულ მართვის სისტემას იყენებს, მათ შორის სატელიტურ ნავიგაციას.
გამოცემის მიხედვით, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ უკრაინის "ფლამინგოსაც" შესაძლოა მსგავსი პარამეტრები ჰქონდეს, თუმცა დეტალების დადასტურება ოფიციალური წყაროების მხრიდან ჯერჯერობით არ მომხდარა.





