ევროპა-აშშ

BILD: შესაძლოა, ტრამპთან შეხვედრაზე ზელენსკისთან ერთად ევროპელი ლიდერებიც გაემგზავრონ

პარიზში ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართული ევროპის ლიდერების საგანგებო შეხვედრის მონაწილეები
X.com

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები 18 აგვისტოს, ვაშინგტონში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე გამგზავრებას არ გამორიცხავენ.

როგორც მედია წერს, შეხვედრაზე გამგზავრების სურვილი გამოთქვეს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ევროპის ლიდერები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ შეხვედრაზე დასწრებას, თუ აშშ-სგან ოფიციალურ მიწვევას მიიღებენ.

გარდა ამისა, გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ში გამგზავრებას სურს ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს.

კომენტარები