ნარკოდანაშაული

შსს-მ დიდი ოდენობით "კანაფის" კულტივირების ფაქტზე 1 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ.დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე "კანაფი".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს -

კომენტარები