გამოცემა Reuters რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ვლადიმირ პუტინის მიერ ალასკის სამიტზე დასმულ მთავარ მოთხოვნებს აქვეყნებს:
- უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან;
- რუსეთის გაყინავს ფრონტის ხაზს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში;
- მოსკოვი დააბრუნებს ხარკოვისა და სუმის ოლქების ნაწილს;
- უკრაინა უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ მიიღებს სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს;
- ყირიმს აღიარებენ რუსეთის ტერიტორიად;
- მოიხსნება რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ნაწილი;
- რუსული ენა და რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მიიღებენ ოფიციალურ სტატუსს;
ალასკის შეხვედრის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიევმა უნდა მიიღოს. დეტალების შესახებ უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები ორშაბათს, ვაშინგტონში ილაპარაკებენ.
ოფიციალურმა კიევი არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ აპირებს. ევროპის ლიდერების ნაწილი უკრაინის პოზიციას უჭერს მხარს.


![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)


