ავტოავარია

წიწამურთან ავტოავარიას მოპედის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტობანზე, წიწამურთან მომხდარ ავტოავარიას მოპედის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მოპედი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი დაიღუპა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები