არ არის მნიშნელოვანი, თუმცა, კარგი იქნება თუ [პუტინთან] ძალიან დადებითი შეხვედრა გვექნება, რადგან მე ვაპირებ, რომ მათ მოლაპარაკებების საშუალება მივცე. მე არ ვაპირებ მათ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას.
თუ კარგი შეხვედრა იქნება, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ, თუ ცუდი იქნება, არავის დავურეკავ და წავალ სახლში. თქვენ დაგიკავშირდებით [ჟურნალისტს]. FOX & Friends-ის ეთერში მოვალ.
მაგრამ, თუ კარგი შეხვედრა იქნება პრეზიდენტ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, რომლებთანაც, როგორც იცით, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი 5%-ის [მშპ-ს] გადახდას დათანხმდნენ. არავინ ფიქრობდა, რომ ისინი 2%-ს მაინც გადაიხდიდნენ, 2%-ს თითქოს იხდიდნენ, თუმცა, რეალურად მათი დიდი ნაწილი არ იხდიდა. ახლა კი 5%-ს იხდიან.
ისინი ძალიან გაერთიანებულნი არიან. მანამდე ასეთი არაფერი მინახავს. ყველას უჭირს დაჯერება თუ რა შევძელით. მე გადავარჩინე NATO. პირველ რიგში გადავარჩინე, შემდეგ კი გავამდიდრე – ჩემი აზრით ეს დიდი მიღწევაა





