სამხრეთ კავკასია

კარპენტერი: აშშ-EU სომხეთ-აზერბაიჯანთან კავშირებს გააღრმავებენ, საქართველო გვერდზე დარჩება

საერთო ჯამში, საქართველო, ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან დაახლოებით, დასავლურ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. მისი ევროკავშირის წევრობის პერსპექტივები ახლა იმაზე ბნელია, როგორც არასდროს. ფაქტობრივად, საქართველოში ძალიან ბნელი დროა. ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიემართება და მისი ევროკავშირში გაწევრიანების, ნატოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შანსები უმნიშვნელოა.

შეიძლება სამხრეთ კავკასია სრულფასოვანი იყოს საქართველოს გარეშე? ჩვენ ამას მალე გავიგებთ. მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი კიდევ უფრო გააღრმავებენ ურთიერთობებს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ხოლო საქართველო გვერდზე დარჩება. შესაბამისად, საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა რუსეთთან ბიზნესის მიმართულებით ითანამშრომლოს, მაგრამ ამას ექნება თავისი ფასი და ქართველებმა მართლა უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვა - სურთ თუ არა ეს მათ თავიანთი მომავლისთვის?

თქვა აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილმა უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა Independence Avenue Media-თან ინტერვიუში

კომენტარები