როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამმხრივი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ალიევმა პრაღაში 6 ოქტომბერს გამართულ სამიტზე, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ფარგლებში, ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხის განხილვის დროს ისაუბრა.
"სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის განხილვის ერთიანი პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას, ანუ სამმაგ ფორმატს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ასევე შეიძლება განიხილონ ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და სხვა პრობლემური საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესში შედის". – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ თბილისი ყოველთვის მზადაა სამხრეთელმა მეზობლებმა დიალოგი საქართველოში აწარმოონ.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



