რუსეთს ძალიან კარგად ესმის - და ჩვენ კიდევ უფრო გვესმის - რომ თუ ჩვენ ღიად ჩავერთვებით ამ [რუსეთ-უკრაინის] ომში, ჩვენ ბევრად უფრო მეტი პრობლემები გვექნება. უკრაინასთან 1 500-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს. 900 კილომეტრი სადაც ისინი იბრძვიან და კიდევ 1 500 კილომეტრი. რუსეთს ესმის, რომ ჩვენთვის რთული იქნება ამ საზღვრის დაცვა იმის გათვალისწინებით, რომ არა მხოლოდ უკრაინელები იბრძოლებენ ჩვენს წინააღმდეგ ამ 1 500-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ - ეს ასევე გახდება უკრაინაში NATO-ს სამხედროების შესვლის საბაბი.
[...] ამის შემდეგ მხოლოდ დრონები აღარ იქნება - ისინი ბელარუსს რაკეტებით დაარტყამენ და ეს ჩვენს მეზობლად ხდება და არა ურალში, ძალიან ახლოსაა - 200 კილომეტრში. ჩვენ გვესმის ეს და რუსებსაც ესმით, ეს ჩრდილოეთ კორეა არაა. 20 წუთია საჭირო, რომ კონტინენტთაშორისმა რაკეტამ მიზნამდე მიაღწიოს, მაგრამ აქ - მხოლოდ ორი წუთი.





