რუსული რეჟიმი

დავით ხომერიკის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს გამოცხადდება

დავით ხომერიკი

აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება - ხომერიკს პროკურატურა აფეთქების მომზადებას ედავება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინეს. 15 აგვისტოს ბრალდებული სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარდგება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 229-ე მუხლებით მიდის, რაც, შესაბამისად, გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას. 

კომენტარები