NATO

რუსული დრონის მეორედ შეჭრის გამო ლიტვა NATO-ს საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერებას სთხოვს

ლიტვა რუსეთის დრონის მიერ ქვეყნის ტერიტორიის მეორედ დარღვევის გამო NATO-ს მისი საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერებას სთხოვს. 

არსებული ინფორმაციით, ბელარუსიდან ლიტვაში შეფრინდა და ჩამოვარდა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი.

ლიტვის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს წერილით მიმართეს და დამატებითი შესაძლებლობები მოითხოვეს ლიტვის ტერიტორიის დასაცავად. 

"ასეთი შემთხვევები დიდი ალბათობით გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი ზომები უნდა მივიღოთ" – ამბობს ლიტვის თავდაცვის მინისტრი. 

მინისტრის მიხედვით, სავარაუდოდ, დრონი კიევის მიმართულებით გაუშვეს, თუმცა მწყობრიდან გამოვიდა და შემთხვევით ლიტვის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. 

კომენტარები