ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი: დღეს უცხოეთიდან ცდილობენ, რომ ქართველები ჰყავდეთ "ნერვებზე"

ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა - თქვენ ხედავთ როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს (ხან კონგრესმენი იქნება, ხან რომელიღაც პარლამენტი, ხან რომელიღაც ქვეყნის ხელისუფლება), თან ერთმანეთს არ ემთხვევიან ხოლმე, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი დღეგამოშვებით მაინც რომ იყოს, მინიმუმ რაღაც განცხადება, რომელსაც შემდეგ წამოეშველება ადგილობრივ "აკაცუკებს", რომ ნერვები იშალონ და ნერვები უშალონ ქართველ ხალხს.

ეს მეტი არაფერია - დღეს უცხოეთიდან ცდილობენ, რომ ქართველები ჰყავდეთ ნერვებზე და რაღაცნაირად ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. 

რა ევროპაზეა საუბარი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებლობენ. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა 

კომენტარები