გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თქმით, პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ერთ წელიწადშიც იქნება.
ამის შესახებ ლემიმ The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
"ჩემი ფხიზელი შეფასება ამგვარია: პუტინი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის. მას კვლავ აქვს მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები. ბრძოლა, რომელსაც უკრაინა გაერთიანებული სამეფოს, ევროპისა და აშშ-ს მხარდაჭერით აწარმოებს, უზარმაზარია.
ვეჭვობ, რომ მოლაპარაკებები ერთ წელიწადშიც კვლავ იქნება. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად სერიოზულად ეკიდება რუსეთი ამ მოლაპარაკებებს". - თქვა ლემიმ.
ლემიმ ასევე უკრაინელი ერი შეაქო და მათ ამძლეობას გაუსვა ხაზი.
"[უკრაინელი ერი] მსოფლიომ რომც მიატოვოს, ის მაინც გააგრძელებს პარტიზანულ ომს, ამდენად ძლიერია მათი რწმენა საკუთარ ქვეყანაში. ეს ძალიან შთამაგონებელია". - თქვა ლემიმ.





