ტრამპი: მედვედევის გამო ორ წყალქვეშა ნავს შესაბამის რეგიონებში გადაადგილება ვუბრძანე

რუსეთს ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, მე შესაბამის რეგიონებში ორ ბირთვულ წყალქვეშა ნავს გადაადგილების ბრძანება მივეცი იმ შემთხვევისთვის, თუ გამაღიზიანებელი და სულელური განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე - სიტყვები. სიტყვები ძალზე მნიშვნელოვანია და ხშირად მათ შეუძლიათ, გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანონ. იმედი მაქვს, ეს მსგავსი შემთხვევა არ იქნება. 

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები