უკანონო იარაღი

საგამოძიებო: საბაჟო-გამშვებ პუნქტ კარწახში ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ვაზნა აღმოაჩინეს

კარწახის გამშვები პუნქტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კარწახის გამშვებ პუნქტში უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ვაზნა აღმოაჩინეს. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტში "კარწახი", ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს" - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

 უწყების ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნითშინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა

კომენტარები