ევროინტეგრაცია

ხოშტარია: რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ

მინდა, სრულად დავგმო რუსეთის მსახურის კალაძის სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, ევროკავშირის ელჩის მიმართ.

საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის. ვიცით, რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში.

რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ, მინდა, ევროკავშირმა იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება აბსოლუტურად არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვინმე ჩიქოვანის არგამოცხადება წვრთნებზე, არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარების სივრცის ნაწილი.

კოალიცია ცვლილებისთვის სახელით განცხადება დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

კომენტარები