ევროინტეგრაცია

კობახიძე: მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი 2030 წლისთვის სრულფასოვანი ევროინტეგრაციაა

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი არის ბუნებრივია, ევროინტეგრაცია. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ინტენსიურ რეჟიმში ვფიქრობთ, რომ უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც გვეკისრება ასოცირების შეთანხმებით და ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების, ორივე მიმართულებით ამ ვალდებულების 90%-ზე მეტი შევასრულოთ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო მიაღწევს 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია.

ამისთვის მათ შორის, არის საჭირო ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით ეკონომიკის ზრდა. ყველას ესმის, რომ თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს, ამიტომ ყველა მიმართულებით განვითარებას აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ 2030 წლისთვის მივაღწიოთ ამ მიზანს, რასაც ჰქვია ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია და ამისათვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები