იქიდან გამომდინარე, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩემმა წინამორბედმა ეს ინსტიტუტი გამოიყენა დისკრედიტაციისთვის და პოლარიზაციისთვის და დაარღვია კონსტიტუცია, პირველი განაცხადი იყო ჩემი, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში.
პრინციპში, ეს ამ ეტაპისთვის, ეს გამომივიდა - მთავარი არის სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფოსთან მიმართებაში, პატივისცემა და როცა სახელმწიფო მეთაური ხარ, მაგალითი უნდა იყო უბრალო მოქალაქის, რომ შენ თავად იქნები გარანტი კონსტიტუციის და არ დაარღვევ ამ კანონს.
აქედან გამომდინარე, რომ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და ესეც ერთ-ერთი ინსტიტუციაა - საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკურ პარტიები, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მოვალეობაც და ალბათ ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციების მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები.
ის ძალები, რომლებიც საზოგადოებამ იცის, რომ გამოთქვეს სურვილი და აპირებენ რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და იქიდან გამომდინარე, რომ მათი პოლიტიკური ლიდერები, ამ ეტაპისთვის სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა - მათ დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა.
მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, რომ მათ არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში.





