ირანის ბირთვული პროგრამა

ტრამპის თქმით, თუ საჭირო იქნება აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებს ხელახლა დაარტყამს

დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, 2025 წლის 4 მარტი.
Win McNamee/Pool/Reuters

21 ივლისს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც Fox News-ს განუცხადა, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროგრამაზე უარს არ იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს დარტყმების შედეგად თეირანის ბირთვული ობიექტები "მძიმედ დაზიანდა".

არაღჩის სიტყვების ციტირებისას ტრამპი ირანს განმეორებითი მიტანით დაემუქრა იმ შემთხვევაში თუ ეს "საჭირო" იქნება. 

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კითხვაზე არაღჩიმ უპასუხა, რომ "დიახ, ეს შეჩერებულია, რადგან ზიანი სერიოზული და მძიმეა. მაგრამ ცხადია, ჩვენ გამდიდრებაზე უარს ვერ ვიტყვით, რადგან ეს ჩვენი მეცნიერების მიღწევაა და ახლა, ყველაზე მეტად, ეს ეროვნული სიამაყის საკითხია," თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

Fox News-სთან არაღჩის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებასთან დაკავშირებით კი ტრამპმა დაწერა, რომ "რა თქმა უნდა, ასეა, ზუსტად ისე, როგორც მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ამას, თუ საჭირო იქნება!"

კომენტარები